ბიზნესისთვის და ყოველდღიურობისთვის

დაბრუნება და გარანტია

Offista-ში შეძენილი პროდუქტის დაბრუნების ან საგარანტიო საკითხზე მოგვწერეთ [ელფოსტა] ან დაგვიკავშირდით ნომერზე [ტელეფონი]. მიუთითეთ შეკვეთის ნომერი, პროდუქტი და მოთხოვნა.

შეძენაზე უარის თქმა

თუ ფიზიკური პირი პროდუქტს პირადი მოხმარებისთვის ყიდულობს, დისტანციურ შეძენაზე, კანონით გათვალისწინებული გამონაკლისების გარდა, უარის თქმა შეუძლია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მიზეზის დასახელების გარეშე.


გამონაკლისებში შეიძლება შედიოდეს სწრაფად ფუჭებადი, ინდივიდუალური შეკვეთით დამზადებული და დალუქული ჰიგიენური პროდუქტი, რომლის დამცავი შეფუთვაც მიღების შემდეგ გაიხსნა. ეს გამონაკლისები არ აუქმებს ნაკლიან საქონელზე უფლებებს. სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”

დაბრუნების პროცესი

1. გამოგვიგზავნეთ უარის თქმის მკაფიო შეტყობინება.

2. შეტყობინების გაგზავნიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა დააბრუნეთ პროდუქტი, თუ თავად არ ვუზრუნველყოფთ მის წამოღებას.

3. დაბრუნების მისამართია: თბილისი, წყნეთის გზატკეცილი 49

დაბრუნების პირდაპირ ხარჯს მომხმარებელი ფარავს მხოლოდ კანონით დასაშვებ შემთხვევაში და წინასწარი ინფორმირების საფუძველზე. თანხას, მათ შორის შესაბამისი სტანდარტული მიწოდების საფასურს, ვაბრუნებთ კანონით დადგენილი წესით, შეტყობინებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა; დაბრუნება შეიძლება შეჩერდეს საქონლის ან მისი გამოგზავნის მტკიცებულების მიღებამდე. სსიპ ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”

დაზიანებული ან არასწორი პროდუქტი

თუ მიიღეთ დაზიანებული, ნაკლიანი ან შეკვეთისგან განსხვავებული ნივთი, დაგვიკავშირდით და, შესაძლებლობის შემთხვევაში, დაურთეთ ფოტოები. მოთხოვნას განვიხილავთ კანონით დადგენილი წესით.

გარანტია და ბიზნესშეკვეთები

კომერციული გარანტიის არსებობისას მისი ვადა, გამცემი და პირობები მითითებულია პროდუქტის გვერდზე ან საგარანტიო დოკუმენტში. კომერციული გარანტია არ ზღუდავს კანონით მინიჭებულ უფლებებს.


სამეწარმეო მიზნით შეძენილი პროდუქტის დაბრუნებისა და მომსახურების პირობები განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით.

ბიზნეს ფასებისპეციალური პირობები კომპანიებისთვის

უსაფრთხო გადახდაუსაფრთხო ონლაინ გადახდა

მიწოდებაუფასო მიწოდება მოქმედებს 100 ლარიდან შეკვეთებზე.